დღეს საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.
განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა აბიტურიენტებს მიმართა.
“კიდევ ერთხელ მივმართავ ახალგაზრდებს, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და მჯერა, თითოეული თქვენგანი შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას და დასახული მიზნების მიღწევას. ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე წარმატებებსა და წინსვლას გისურვებთ!”_ განაცხადა ამილახვარმა.
მინისტრმა აბიტურიენტებს და მათ ოჯახის წევრებს წარმატებები უსურვა.
ინფორმაციისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 24-ვე საგამოცდო ცენტრში ზუსტად 09:00 საათზე დაიწყება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.