დღეს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა ქალაქ ოზურგეთში ადმინისტრაციული შენობის წინ აქცია გამართეს. მათ პროდუქტებზე, მედიკამენტებზე და კომუნალურ გადასახადებზე ფასების მომატება გააპროტესტეს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თათია ნიკოლაიშვილის თქმით, ისინი აპირებდნენ გურიის მხარის რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან შესვლას, მაგრამ ისინი შენობაში, არ შეუშვეს.
“აუცილებლად მივიტანთ ჩვენს სათქმელს პრემიერ-მინისტრამდე და ასევე მოვითხოვთ გურიის მხარის რწმუნებულთან, გიორგი ურუშაძესთან შეხვედრას. ხალხს ჭირდება დახმარება და არა ტყუილი დაპირებები!“ _ თქვა თათია ნიკოლაიშვილმა.
აქციაზე მოგვიანებით მივიდნენ “ქართული ოცნების“ წევრები და მხარდამჭერები. მათ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეახსენეს მათი ხელისუფლებაში ყოფნის 9 წელი.
“თქვენ პარტიას არ აქვს უფლება, პრობლემებზე ილაპარაკოს, რადგან თქვენ ქვეყნის ყველაზე მეტი პრობლემა იყავით და ხართ დღეს!“ _ უთხრა “ნაცმოძრაობის“ წევრებს “ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა თამარ ვანიძემ.
[sexy_author_bio]