“შემოდის შეტყობინება რომ პარკინსონით დაავადებულმა, თოვლში ჩარჩენილმა ბაბუმ ჩოხატაურის გამგეობაში დარეკა და წამალი პარკინი ითხოვა.
Natia Gabrava ეს ოქროს გოგო მოაგვარებს მაგ პრობლემას, მაგრამ თქვენ საღოლ ძმაო. ეგრე გააგრძელეთ, რომ არც ითაგებით”, _ წერს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში, რასაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი სოციალურ ქსელშივე პასუხობს.
*რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, თითქოს თოვლში ჩარჩენილმა, პარკინსონით დაავადებულმა ხანშიშესულმა მამაკაცმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში დარეკა და ითხოვა მედიკამენტი სახელწოდებით პარკინი, მერიამ კი გადაამისამართა ჟორჟოლიანის ფონდში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის ბინძური ტყუილი – ცხელ ხაზზე მსგავსი შეტყობინება საერთოდ არ დაფიქსირებულა. მედიკამენტების ყველა მოთხოვნაზე მერია დაუყოვნებლივ რეაგირებს. ის ფაქტი, რომ ჟორჟოლიანი ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით ავრცელებს მსგავს სიცრუეს, გასაკვირი არ არის, მაგრამ თუ დავაკვირდებით მის Facebook პოსტს, ვნახავთ, რომ არც სოფლის სახელია მითითებული, არც ადამიანის სახელი და გვარი, რაც მარტივად ადასტურებს მის მიერ გავრცელებული ამბის სიყალბეს. _წერს ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტის პასუხად დავით შარაშიძე.