ახლო წარსულში პოპულარულმა კინომსახიობმა და კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა არნოლდ შვარცენეგერმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის შეჩერება სთხოვა.
„რკინის არნიმ“, ამავდროულად, რუს ჯარისკაცებსაც მიმართა, რომ მათი სიცოცხლე უაზრო ომს ეწირება, რომელიც მთელი მსოფლიოს მიერაა დაგმობილი.
„ეს არ არის ომი რუსეთის დასაცავად, რომლისთვისაც თქვენი პაპები ან თქვენი დიდი პაპები იბრძოდნენ. ეს არის უკანონო ომო“, – განაცხადა არნოლდ შვარცენეგერმა.
ყოფილმა პოლიტიკოსმა და მსახიობმა რუსეთის პრეზიდენტსაც პირდაპირ მიმართა.
„პრეზიდენტ პუტინს მე ვეუბნები: თქვენ დაიწყეთ ეს ომი. თქვენ ხელმძღვანელობთ ამ ომს. თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ ეს ომი.“