ბატონო გიორგი, თქვენი დღევანდელი გამოსვლა იყო ფარისევლობის და სიყალბის პერფორმანსი და მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს პოლიტიკოსი, – ამ სიტყვებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი ვაშაძეს პარლამენტში მიმართა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მისი გამოსვლა იყო საზოგადოების შეურაცხყოფა.
ცნობისთვის, “თქვენ ხართ დამნაშავე, იმაში რომ დღეს საქართველოს არ აქვს ევროკავშირის სტატუსი”, – ასე მიმართა პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პრემიერ ღარიბაშვილს პარლამენტში მიმდინარე ინტერპელაციაზე.
მისივე თქმით, ქართულ ოცნებას აქვს მხოლოდ ორი არჩევანი, ან ბოდიში მოიხადოს ყველაფრისთვის რაც აქამდე გააკეთა, ან ბოლომდე გააგრძელოს მოღალატეობრივი ქმედება.