აკაკი ჩიქობავას ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას – ნათქვამია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებაში.
“ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის უზრუნველყოფს უსაფრთხო სასწავლო და სამუშაო გარემოს, პატივს სცემს მათ უფლებებსა და თავისუფლებას.
მიგვაჩნია, რომ დიალოგი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ის საუნივერსიტეტო ეთიკის ფარგლებში დაბრუნდება”,_ აცხადებენ უნივერსიტეტში.
შეგახსენებთ, უკვე მეორე დღეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარია ბლოკირებულია. ახალგაზრდების მთავარი მოთხოვნა გამოსახლების დროს დაკავებული აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას გათავისუფლება და გამოსახლებების სერიის შეჩერებაა. ჩიქობავა თსუ-ის ლექტორია, ხოლო ხასაია “ილიაუნის”. ორივე მათგანს სასამართლომ აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.