მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასიალაია ამბობს, რომ სააკაშვილთან შეხვედრის საშუალება არ ეძლევათ დეპუტატებს,
“ბოლო დღეების მანძილზე არ ეძლევათ დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ. ეს არის პოლიტიკური იზოლაციის პროცესი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. ეს არის მიხეილ სააკაშვილისთვის ხელის შეშლის პროცესი.
მიხეილ სააკაშვილს აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია, თუ ეს გაგრძელდება, და თუ ამას დაუყოვნებლივ არ დაესმევა წერტილი, ის გორის ჰოსპიტალში მიმდინარე მკურნალობის პროცესს შეწყვეტს და მიიღებს მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რასაც იღებდა მანამდეც, დანიშნულებით, ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდა”, _ ამბობს ბასილაია.