თქვენ რა იგულისხმეთ აბა?… – ეს კონტრშეკითხვა დაუსვა კახა კალაძემ ჟურნალისტებს, მის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, რა დროსაც თბილისის მერმა ნატოს მისამართით თქვა, რომ “თუ ერთი ადგილი აქვთ”, საქართველო ალიანსში უნდა გააწევრიანონ:
“უნდა მიგვიღონ აბა რა უნდა ქნან?
გუშინაც მოგვაწია განცხადებების გაკეთება, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის თავდაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქოლგა ეს არის ნატოს გაერთიანება და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, თქვენ წარმოიდგინეთ კონსტიტუციაშიც კი ჩაწერა საქართველოს ხელისუფლებამ, ქართულმა ოცნებამ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი” _ თქვა კალაძემ.
ინფორმაციისთვის, გუშინ კახა კალაძემ გააკეთა განცხადება, რომ საქართველოს უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია იქნება ნატოს წევრობა.
“საქართველოს ერთადერთი რაც დაიცავს, უსაფრთხოების გარანტია, ეს არის ნატოს წევრობა. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ მზად ვართ ბატონო, არ გვინდა ეს ღია კარი და გვესმის უკვე წლებია, რომ კარი ღიაა, კარი ღიაა. თუ აქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილი, მიიღეთ გადაწყვეტილება და გახადეთ ჩვენი ქვეყანა ნატოს წევრი.” _ თქვა კალაძემ.