იტალიის ვიცე-პრემიერი მატეო სალვინი აცხადებს, რომ იტალია არავის წინააღმდეგ არ ომობს. ის საფრანგეთის პრეზიდენტს მიმართავს, თუ ომი სურს, დაიხუროს ჩაფხუტი და თავად წავიდეს.
”მომავალ კვირას “ლიგის” არჩევნი მშვიდობის არჩევანია. მე არ მინდა, რომ იტალიელები გაგზავნონ უკრაინაში საბრძოლველად და დასაღუპავად და არ მინდა, რომ იტალიურმა იარაღმა დაბომბოს რუსეთი. იტალია არავის წინააღმდეგ არ ომობს, თუ მაკრონს ომი უნდა, ჩაფხუტი დაიხუროს და თვითონ წავიდეს იტალიელების შეწუხების გარეშე“,_ წერს სალვინი x-ზე.