„ვიდრე მზია ამაღლობელი რეჟიმის ტყვეობაშია, ჩვენ წინაშე ერთადერთი გამოწვევაა, რომ როგომე დავიხსნათ და დავიცვათ მისი სიცოცხლე“, _ ამბობს ენმ-ის ერთ-ერთი ლანჩხუთელი ლიდერი, კახა ასკურავა.
ასკურავას თქმით, ამ ეტაპზე სხვა ნებისმიერ გეგმასა და მიზანზე საუბარი შეუძლებელია, ნებისმიერი პოლიტიკური ძალისა თუ სოციალური ჯგუფის ძალისხმევა აქეთკენ უნდა იყოს მიმართული.
„ჩემი აზრით, დღეს ჩვენთვის, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა იქნება თუ სოციალური ჯგუფი, უპირველესი გამოწვევა არის, დავიხსნათ მზია ამაღლობელი. მას გადაწყვეტილი აქვს, იყოს, რაც საპროტესტო აქციები დაიწყო, რეჟიმის პირველი მსხვერპლი. ჩვენ მაქსიმალურად, ვისაც როგორ შეგვიძლია უნდა ვიმოქმედოთ. ვისაც პროტესტი შეგვიძლია უნდა გავაპროტესტოთ; ვისაც საშიმშილოდ დაჯდომა შეგვიძლია, საშიმშილოდ დავსხდეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის თუ სოციალური ჯგუფის მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ მზია ამაღლობელი გადარჩეს!
მას აქვს გადაწყვეტილი, იყოს რეჟიმის მსხვერპლი და მისმა მსხვერპლმა დაუდოს საფუძველი უფრო დიდ ცვლილებებს, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავუშვათ ეს. თუ მზია ამაღლობელი დაგვეღუპება, ჩვენ, თითოეული, ვინც ვაპროტესტებთ რეჟიმის დანაშაულობებს, ვიქნებით დამნაშავეები.
სხვა გამოწვევა ამ ეტაპზე არ არსებობს. მე პირადად დილას ვიღვიძებ მზია ამაღლობელზე ფიქრით, ღამე ვიძინებ მზია ამაღლობელზე ფიქრით. მე ამ ყველაფერში ძალიან გულწრფელი ვარ, ძალიან მედარდება ამ ქალბატონის სიცოცხლე, მისი მომავალი, ჯანმრთელობის მდგომარეობა. ვიდრე მზია ამაღლობელს აქვს გადაწყვეტილი საკუთარი სიცოცხლის ფასად ჩამოშალოს რეჟიმი, მე სხვა რაიმე სახის გეგმებზე არ შემიძლია საუბარი, ერთადერთი მიზანი, ამ დროისთვის, მისი გადარცენაა“, _ ამბობს კახა ასკურავა.