საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “ხალხის ძალას” წევრმა სოზარ სუბარმა სიტყვით გამოსვლისას არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა.
“მინდა მივმართო NGO-ებს, თუ რამე გინდათ, ჩამოყალიბდით პარტიებად და ოქტომბრის არჩევნები ახლოვდება და იქ გამოჩნდება რა წონა გაქვთ. მოეშვით ქვეყნის რყევას. ეს კანონი აუცილებლად იქნება მიღებული, რადგან სჭირდება საქართველოს”,_ განაცხადა სუბარმა.