,,თუ საქართველო უარს იტყვის რუსი ინსპექტორების მის ტერიტორიაზე მდებარე ამერიკულ ბიოლოგიურ ლაბორატორიებში შეშვებაზე, მაშინ რუსეთს აქვს სრული უფლება მათზე სარაკეტო შეტევა განახორციელოს.“ – ამის შესახებ REGNUM– ის კორესპონდენტს MGIMO- ს სამხედრო-პოლიტიკური კვლევების ცენტრის წამყვანმა ექსპერტმა მიხაილ ალექსანდროვმა განუცხადა.
,,საქართველოს პირდაპირი გაფრთხილება: ჩვენ ვითხოვთ ჩვენი ინსპექტორების ამ ობიექტებში შეყვანას და თუ უარს იტყვიან, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ უბრალოდ გავანადგურებთ ამ ლაბორატორიებს, დავარტყამთ მათ. იმ პირობებში, როცა უკრაინაში ოპერაციას ვატარებთ. ორიოდე საკრუიზო რაკეტა საქართველოს წინააღმდეგ – ისეთი წვრილმანი იქნება, რომ მსოფლიოში, ფაქტობრივად, ვერავინ შეამჩნევს. დასავლეთი, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის იყვირებს, აბა, და რატომ იყვირებს? რატომ შექმნა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ბიოლაბორატორიები.? არ არის საჭირო მათი შექმნა!“ – განაცხადა ექსპერტმა მიხაილ ალექსანდროვმა.
REGNUM-ი წერს რომ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს ე.წ. „ლუგარის ცენტრი“, რომელიც ბიოლოგიური იარაღის განვითარების ამერიკული ლაბორატორიაა.
მიხაილ ალექსანდროვმა, ასევე აღნიშნა, რომ ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიები საქართველოსა და სომხეთში სერიოზულ საფრთხეს უქმნის რუსეთს და რუს ხალხს.
„ამერიკელებმა შექმნეს ბიოლოგიური ლაბორატორიები თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში. საქართველოში და სომხეთში რომ არიან, ეს უეჭველია. აშკარაა, რომ ისინი იქ სწავლობენ სხვადასხვა პათოგენებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის წინააღმდეგ. ანუ ეს არის პირდაპირი საფრთხე რუსეთისა და რუსი ხალხის უსაფრთხოებისთვის. ეს არის გენეტიკურად მიმართული ბიოლოგიური იარაღი რუსების მკვლელობისთვის. ამიტომ მათ ძალიან სერიოზულად უნდა მოეკიდონ, თორემ უკრაინის ოპერაციის დაწყებამდე ჩვენ ძალიან მოკრძალებულად ვიქცევით მათ მიმართ“. – თქვა ექსპერტმა.
რუსული სააგენტო წერს, რომ შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოს 25 ქვეყანაში გახსნა ბიოლოგიური ლაბორატორიები, სადაც ამერიკელი სამხედრო მეცნიერები ქმნიან ვირუსებს, ბაქტერიებსა და ტოქსინებს. ამ ლაბორატორიებიდან ბევრი მათგანი განთავსებულია პოსტსაბჭოთა სივრცეში – უკრაინაში, საქართველოში, სომხეთში, ყაზახეთში, ტაჯიკეთში.
ავტორი: მერაბ ცაავა