ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ჰიდროენერგეტიკის განვითარების შესწავლით დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს ოთხ სამაგისტრო სტიპენდიას. სწავლება წარიმართება ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (NTNU), რომელიც მდებარეობს ქალაქ ტრონჰეიმში. სტიპენდია მოიცავს ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის დაფინანსებას 2022 წლიდან.
საქართველო და ნორვეგია – ორი ჰიდროენერგეტიკული ქვეყანაა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ელექტროენერგიის მოთხოვნილების დაახლოებით 80 პროცენტის დაკმაყოფილება ადგილობრივი ჰიდროელექტროსადგურების მეშვეობით ხორციელდება. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში დიდი ისტორიული ტრადიცია აქვს, რომელიც განსაკუთრებით გააქტიურდა უკანასკნელ წლებში. ამ ეტაპზე საქართველოში დაგეგმვის ან მშენებლობის ეტაპზეა როგორც დიდი რეზერვუარის მქონე, ასევე პატარა ზომის ჰიდროელექტროსადგურები.
ნორვეგიას კი თავის მხრივ დიდი ისტორიული ტრადიცია აქვს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის სფეროში. ჰესებიდან მიღებული ელექტროენერგია ნორვეგიის ელექტროსისტემის მომარაგების ძირითადი წყაროა. ნორვეგიაში ფუნქციონირებს 1660 ჰიდროელექტროსადგური, რაც შეადგენს 31 837-მგვტ-ს ან მთლიანი სიმძლავრის 96%-ს. ნორვეგიამ და NTNU–მ კომპეტენცია აიმაღლეს საერთაშორისო დონეზე ჰიდროელექტროსადგურების ეკოლოგიურად განვითარებისა და ექსპლუატაციის ფარგლებში.
აქ შეუძლია ისწავლოს 4 სტუდენტს საქართველოდან ნორვეგიისგან მიღებული დაფინანსებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ლინკი.