თუ შენ თვითონ არ შეგიძლია არჩევანის გაკეთება, ხალხს რატომ, რა ნამუსით ეძახი მაშინ არჩევნებზე მოსასვლელად? _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ტრიბუნას ლიდერმა დავით წიჭინაძემ განაცხადა.
ჭიჭინაძის თქმით, პოლიტიკოსმა მხოლოდ ქვეყნის სამომავლო ინტერესებისთვის უნდა გადადგას ნაბიჯი.
“მითუმეტეს დღეს, როდესაც ქვეყანას ასეთი მნიშვნელოვანი პერიოდი აქვს, პოლიტიკოსი კი ეგოისტობს და ვითომ საკუთარი რეპუტაციის გაფრთხილების მიზნით მოვლენებს ემიჯნება – ასეთი პოლიტიკოსის ადგილი პოლიტიკაში საერთოდ არ არის.
რადგან შეიძლება რაღაც არაპოპულარულიც იყოს, არც მოგწონდეს, მაგრამ პოლიტიკოსი თუ გქვია, მხოლოდ იმ ნაბიჯით უნდა იარო, რაც ქვეყანას გამოადგება სამომავლოდ.
ხალხის უპირველესი დაკვეთაც ხომ ცვლილებებია და არა ვიღაცეების დაბინავება“, _ განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.