თუ სომხეთი დაინტერესებულია რეგიონში სიმშვიდით, მაშინ აზერბაიჯანის ყარაბაღის ტერიტორიიდან ჯარი უნდა გაიყვანოს,_ აღნიშნული განცხადება news.az-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰალმ ალიევმა გააკეთა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.
„აზერბაიჯანმა წარმოადგინა სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის ხუთი ძირითადი პრინციპი, რომელიც ეფუძნება სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივ აღიარებას. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთს მოუწია ყარაბაღის აზერბაიჯანის ტერიტორიად ცნობა, აზერბაიჯანის ტერიტორიებზე, სადაც დროებით რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებული, ჯერ კიდევ არის სომხური ძალების ნარჩენები. თუ სომხეთი ნამდვილად არის დაინტერესებული რეგიონში დიდხანს ნანატრი მშვიდობის მიღწევით, მაშინ მისმა შეიარაღებულმა ძალებმა მთლიანად უნდა დატოვონ ყარაბაღის რეგიონი“, – აღნიშნა აზერბაიჯანის მეთაურმა.