ოზურგეთში თხილის ფასი, როგორც აქაურები ამბობენ, „არ იკითხება“.
_თუ ჭკუით არ იქნებით, ლარადაც არ ჩავიბარებ. თუ არა და, მშრალი თუ იქნება, ლარნახევარს მოგცემთ კილოგრამში. არ შეაწუხეს გული ამ თქეში წვიმის დროს შეგროვებულ „ნაგერათი“? (მოსავლის აღების შემდეგ, ძირს ჩამოყრილი ნარჩენები). მოაქვთ ცელოფნებით სველი თხილი, დამპალი, ათი გატეხე და გინდაც, ოცდაათი, ყველა უვარგისია. სურათებსაც ტყუილად იღებთ. არაფერი არ ეშველება არც თხილს და არც მის ფასს. დამთავრებული ამბავია, _ თქვა „გურია ნიუსთან“ ოზურგეთში მომუშავე თხილის მიმღებმა ქალბატონმა, ცირა ქილიფთარმა.
ის გაბრაზებული იყო უხარისხო თხილის მომტანების მიმართ.
_სასაცილოა თხილის ფასი, თუმცა უფრო სასაცილოები ისინი არიან, ვისაც დამპალი, გუშინ შეგროვებული თხილი მოაქვს და კარგ გადახდას მთხოვს, _არ ცხრებოდა ქალბატონი ცირა.
ოზურგეთში ახლა ნაკლებად დაინახავთ თხილის ტომრებით მოსიარულე ადამიანებს. სეზონი მიიწურა და მხოლოდ „ცელოფნებით“ მოაქვთ ნარჩენები.
ასეთი თხილის ფასი 1 ლარიდან 1,50 ლარს შორის მერყეობს.
ავტორი