BBC– ის ინფორმაციით, ესტონეთში შიშობენ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ რუსეთმა შესაძლოა ყურადღება ბალტიისპირეთის ქვეყნებზე გაამახვილოს და ეცდება თავისი კონტროლის ქვეშ დააბრუნოს.
“ამ შესაძლებლობის თავიდან აცილების მიზნით, ესტონეთის მთავრობამ ფული და იარაღი დახარჯა უკრაინის ომის მცდელობებში და თავისი მშპ-ს 1%-ზე მეტი გადასცა კიევს. ნატოს ყველა ქვეყანა რომ ამას აკეთებდეს, უკრაინა გაიმარჯვებდა”, – ამბობს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი.
რა არის ესტონეთის გეგმა B, თუ უკრაინა წააგებს ამ ომს და რუსეთის შეჭრა საბოლოოდ წარმატებული იქნება?
”ჩვენ არ გვაქვს გეგმა B რუსეთის გამარჯვებისთვის,” – პასუხობს ის, ”რადგან მაშინ ჩვენ შევწყვეტთ ფოკუსირებას A-ზე”.