თურქეთის შეშფოთება ტერორიზმთან დაკავშირებით “სერიოზულად” უნდა იქნას მიღებული, -ამის შესახებ განცხადება გააკეთა ფინეთის პრეზიდენტმა ჰელსინკის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
„ტერორისტულ თავდასხმებს დიდი რაოდენობით თურქი ხალხი, რიგითი მოქალაქე შეეწირა“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
“ფინეთი გმობს ტერორიზმს მისი ყველა ფორმითა და გამოვლინებით და აქტიურად მუშაობს მის აღსაკვეთად. ფინეთის მიდგომა და ქმედებები ტერორიზმთან ბრძოლაში უკვე სრულად შეესაბამება ნატოს ქვეყნების ზოგად ხაზს. ასევე ამ მხრივ, ჩვენი წევრობის პირობები შესრულებულია“, – განაცხადა ნიინისტომ.
ნიინისტომ ასევე განაცხადა რომ ფინეთში წელს ძალაში შევიდა სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილება, რომელიც აფართოებს და ამკაცრებს ტერორისტული დანაშაულების დასჯას.