თურქეთის ჰათაის პროვინციაში 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 20:04 საათზე დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, თურქეთში, ძლიერი მიწისძვრიდან 3 წუთის შემდეგ, კიდევ ერთი, 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. თურქული მედიის, ინფორმაციით, არიან დაშავებულები.
კანდილის ობსერვატორიის ინფორმაციით, მიწისძვრის სიღრმე 7,7 კმ იყო.
ცნობისთვის, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 41 ათასს გადააჭარბა. თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სამაშველო ჯგუფებმა სამუშაოები ორი ყველაზე დაზარალებული პროვინციის, ქაჰრამანმარაშისა და ჰათაის გარდა, ყველგან შეწყვიტეს.
ავტორი