თურქეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ დუზჯესთან ახლოს, 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ BBC წერს.
მიწისქვეშა ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ ის სტამბოლსა და ანკარაშიც იგრძნეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა სულ მცირე 35 ადამიანი.
ქალაქ დუზჯეში მიწისძვრა ბოლოს 1999 წელს მოხდა, მაშინ 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის სტიქიას 845 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.