თურქული მედიის ინფორმაციით, ქალაქ სივასში მიწისძვრა იყო.
როგორც გამოცემა cnnturk.com-ი წერს, მიწისძვრა თურქეთის დროით 08:30 წუთზე მოხდა და ბიძგების სიმძლავრე 3.9 მაგნიტუდას შეადგენდა.
მათივე ინფორმაციით, ბიძგების ეპიცენტრის მიწის ქვეშ, 7 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.