Anadolu-ს ინფორმაციით, 6 თებერვალს სამხრეთ თურქეთში მომხდარ ორ ძლიერ მიწისძვრას სულ მცირე 39 672 ადამიანი ემსხვერპლა,_ განაცხადა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
7,7 და 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრები მოხდა კაჰრამანმარასში და ბიძგებმა დაარტყა 10 სხვა პროვინციას – ადანას, ადიამანს, დიარბაკირს, ჰატაის, გაზიანთეპს, მალათიას, კილისს, ოსმანიეს, ელაზიგს და შანლიურფას. მიწისძვრების შედეგად 13 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა.
რეგიონის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის სირიამ და ლიბანმაც იგრძნეს ძლიერი ბიძგები.
შს მინისტრმა სულეიმან სოილუმ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ მიწისძვრაზე რეაგირების პრიორიტეტი ძებნა და გადარჩენაა. მანვე აღნიშნა, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება 20 000-ზე მეტ დანგრეულ შენობაზე.