სამხრეთ თურქეთში ორშაბათის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20,318-მდე გაიზარდა, 80,000 ათასზე მეტი დაშავდა, _ აღნიშნულ ინფორმაციას anadolu ქვეყნის კატასტროფების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
7.7 და 7.6 მაგნიტუდის მიწისძვრების შედეგად, რომლის ცენტრი იყო კაჰრამანმარას პროვინციაში, დაზარალდა 13 მილიონზე მეტი ადამიანი 10 პროვინციაში, მათ შორის ადანაში, ადიამანში, დიარბაკირში, გაზიანთეპში, ჰატაიში, კილისში, მალათიაში, ოსმანიესა და შანლიურფაში.
რეგიონის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის სირიამ და ლიბანმაც იგრძნეს ძლიერი ბიძგები, რომლებმაც თურქეთს 10 საათზე ნაკლებ დროში დაარტყა.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება და სამაშველო ჯგუფები კვლავ პოულობენ გადარჩენილებს სასიკვდილო ბიძგებიდან რამდენიმე დღის შემდეგ.
კაჰრამანმარასში მიწისძვრიდან 100 საათის შემდეგ 34 წლის მამაკაცი ცოცხალი იპოვეს.