“რაც მთავარია, ჩემი ძმა ცოცხალია“ _ თურქეთში, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონში მოხალისედ წასული ქართველი ახალგაზრდის, დანიელ ბულკაშ ვილის გარდაცვალება არ დასტურდება.
ფეისბუქის მომხმარებელი David Riman სოციალურ ქსელში წერს: “ამ წუთებში მომწერეს, რომ ცოცხალია ნანგრევებში მოყოლილი გმირი ქართველი ჩვენი დანო“. “გურია ნიუსი“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა:
_ სამინისტროს არც არავისთან არ დაუდასტურებია დანიელ ბულკაშვილის გარდაცვალების ფაქტი, რადგან არანაირი დამადასტურებელი ინფორმაცია არ შესულა თურქეთის საკონსულოში.
როგორც კი ოფიციალურად გვეცოდინება დანიელ ბულკაშვილის შესახებ ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით, _ გვითხრეს პრესსამსახურში.
დანიელ ბულკაშვილის ძმა ambebi.ge-სთან საუბრისას აცხ დებს, რომ მისი ძმა ცოცხალია, თუმცა, ამბობს, რომ ამ საკითხის ირგვლივ სხვა დეტალები მისთვის უცნობია:
“დიახ, თავიდან ჩვენც ასე გავი გეთ, რომ დაიღუპა, თუმცა ჩემი ძმა ცოცხალია. როგორც ვიცი, ქვის ლოდი მოხვდა, მაგრამ ახლა თავს კარ გად გრძნობს. არ ვიცი, სხვა დეტალებზე ვერ გესაუბრე ბით. რაც მთავარია, ჩემი ძმა ცოცხალია”, _ აცხადებს დანიელ ბულკაშვილის ძმა ambebi.ge-სთან საუბრისას.
ავტორი