თურქეთში ტყის ხანძრებზე პასუხისმგებლობა, დაჯგუფება „ცეცხლის შვილებმა“ აიღო, რომელიც ქურთისტანის მუშათა პარტიასთან არის დაკავშირებული, _ ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა yenisafak ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, დაჯგუფებამ აღნიშნულის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა, სადაც წერია, რომ მათ ხანძრები მოაწყვეს, რადგან თურქულ რეჟიმს სხვა ენა არ ესმის.
,,დროა დაიჩოქონ მათ ცეცხლით და წყალდიდობებით, რადგან თურქეთის რეჟიმს არ ესმის სხვა ენა, მხოლოდ ასე შეიძლება მათი დაჩოქება“, _ წერს ტვიტერში დაჯგუფება ,,PKK“
თურქეთში, ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა. ცეცხლი ანტალიის ტყის მასივს 28 ივლისს გაუჩნდა და საკურორტო ზონებში, მათ შორის, ბოდრუმსა და მარმარისში შეაღწია, ასევე ხანძრის კერებია ანტალიის მანავგატის, განდოღმუშისა და მუღლას, მარმარისის, კაიჩესიზისა და მილასის რაიონებში.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 4 ათასზე მეტი ადამიანი, 6 თვითმფრინავი, 45 ვეტმფრენი და 117 სახანძრო მანქანაა ჩართული.
თურქეთის დასახმარებლად სახანძრო თვითმფრინავები გაგზავნეს უკრაინამ, რუსეთმა, აზერბაიჯანმა და ირანმა.
[sexy_author_bio]