თურქეთში, სტამბოლში, მარმარილოს ზღვამ სანაპიროდან დაახლოებით 150 მეტრით უკან დაიხია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს და ფოტოებს აქვეყნებს.
მედიის ცნობით, გარკვეულ ადგილებში პატარა კუნძულებიც გამოჩნდა, რაც მოსახლეობის შეშფოთებას იწვევს.
როგორც ცნობილია, შემთხვევა ქალაქ სტამბოლის სილივრის რაიონში დაფიქსირდა.