თუშეთში, წოვათის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
ინფორმაციისთვის, ხანძარი მძიმე ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზე იყო, რის გამოც საჭირო გახდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა, რომელმაც მეხანძრე-მაშველების ხანძრის გავრცელების ადგილზე გადაყვანა, რამდენიმე ეტაპად განახორციელა.































































