The Guardian-ის ინფორმაციით, ბოლივიის დედაქალაქთან ახლოს ბანკნოტების გადამტანი სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გზაზე მყოფი ავტომობილები დაზიანდა.
როგორც ცნობილია, მომხდარს 15 ადამიანი ემსხვერპლა.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სახანძრო სამსახურის უფროსმა პაველ ტოვარმა არ დააკონკრეტა, დაღუპულები თვითმფრინავში იმყოფებოდნენ თუ ლა-პასის აეროპორტთან ახლოს მდებარე გზატკეცილზე. მან თქვა, რომ არიან დაშავებულები.
თავდაცვის სამინისტრომ ავარიის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, დამატებითი დეტალების გახმაურების გარეშე.





























































