“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” ქართველი ხალხის დევნის აქტი მიიღო.
“დაჩქარებულად მიღებული ცვლილებებით აიკრძალება სამსახურიდან უკანონოდ გაშვებული და დაკავებული ადამიანების უფასო დახმარება, ბიუჯეტის ქურდებისა და მაღალჩინოსნების კორუფციის გამოვლენა, არჩევნებზე მიუკერძოებელი დაკვირვება, დამოუკიდებელი მედიის ფუნქციონირება, მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, სახელმწიფოს მიერ წართმეული ქონების დაცვა, ბავშვების, შშმ პირების, ქალების უფლებების დაცვა დამოუკიდებელი უფლებადამცველების მიერ!”_ აცხადებს საერთაშორისო გამჭვივალობა-საქართველო.



































































