ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, თანხა დისტანციური არხების – მობაილ და ინტერნეტბანკის საშუალებით გადარიცხონ.
დისტანციური არხებით თანხის გადარიცხვა გამარტივებული შესაძლებლობაა, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს მომხმარებლის დროს
დისტანციური არხებით თანხის გადარიცხვა გამარტივებული შესაძლებლობაა, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს მომხმარებლის დროს და ფილიალში ვიზიტს არ საჭიროებს, მით უმეტეს არსებული გამოწვევის ფონზე. თანხის ინტერნეტ ან მობაილბანკიდან გადასარიცხად, მხოლოდ მიმღების პირადი, მობილურის ან ანგარიშის ნომრის ცოდნაა საჭირო. ტრანზაქციის შესრულებას კი მხოლოდ რამდენიმე წამი სჭირდება.
ამასთანავე, მობაილბანკით სარგებლობა უკვე ინტერნეტის ბალანსის დახარჯვის გარეშეა შესაძლებელი, რაც დამატებითი კომფორტია მომხმარებლებისთვის.
თანხის მობაილ ან ინტერნეტბანკიდან გადასარიცხად, მომხმარებელმა:
· გადარიცხვების მენიუდან მისთვის სასურველი გადარიცხვის მეთოდი უნდა აირჩიოს;
· შეიყვანოს ადრესატის პირადი, მობილურის ან ანგარიშის ნომერი, ან შაბლონებიდან აირჩიოს სასურველი;
· მიუთითოს სასურველი თანხა და გადარიცხოს.
თიბისისთვის მთავარი პრიორიტეტი გუნდის და მომხმარებლების უსაფრთხოებაზე ზრუნვაა. პანდემიის დაწყების დღიდან, ბანკმა მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად არაერთი მომსახურება დისტანციურ რეჟიმში გადაიტანა. სერვისების გაციფრულების და გაუმჯობესების მიმართულებით თიბისის გუნდი მუდმივად მუშაობს და მომხმარებელს არაერთ სიახლეს შესთავაზებს. (R)