TIK TOK-მა რუსეთში ფუნქციონირების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
“TIK TOK ფუნქციონირებას დროებით წყვეტს რუსეთში ყალბი ამბების გავრცელებასთან დაკავშირებული კანონის გამო. სხვა გლობალურ ორგანიზაციას არ ესმის, როგორ გამოაქვეყნოს აშკარა სიმართლე, რომელსაც რუსეთში ასახელებენ, როგორც “ყალბს”,_ ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ცნობილია, რუსეთმა ფეისბუქი და ტვიტერი დაბლოკა.
რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსი სამხედროების საქმიანობასთან დაკავშირებით “ყალბი ამბები” ვრცელდება.