TIME-მა 2022 წლის ადამიანად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაასახელა.
გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში ზელენსკის როგორც ომის დროის ლიდერის თვისებებზეა ყურადღება გამახვილებული.
შეგახსენებთ, გასულ წელს TIME-ის წლის ადამიანის წოდება Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელ დირექტორს, ილონ მასკს ერგო, რომელიც ამჟამად კიდევ ერთი მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიის, Twitter-ის ხელმძღვანელია.
ცნობისთვის, TIME-ი წლის ადამიანს 1927 წლიდან ასახელებს.
პირველად ეს წოდება მფრინავ ჩარლზ ლინდბერგს მიენიჭა. ის პირველი ადამიანია, რომელმაც ატლანტის ოკეანეს მარტომ გადაუფრინა.































































