2026 წლის 15 იანვარს, უკრაინის კინოგაქირავებაში გამოვიდა ფილმი „Marty Supreme“, რომელშიც მთავარ როლს ცნობილი კინოვარსკვლავი ტიმოთი შალამე ასრულებს.
24tv.ua-ს ინფორმაციით, შალამემ, რომელიც აქამდე უკრაინელების კუმირად მიიჩნეოდა, მათი აღშფოთება გამოიწვია _ ინსტაგრამში გამოქვეყნდა ვიდეორგოლი, რომელშიც წამყვანი ეუბნება შალამეს, რომ ფილმი მის შესრულებით უკვე ნაჩვენები იქნება უკრაინის კინოთეატრებში.
გადაცემის წამყვანი ვარაუდობდა, რომ შალამე გააკეთებდა ხმამაღალ მხარდამჭერ განცხადებას და მხურვალედ მიესალმებოდა ომში მყოფ ქვეყანაში მცხოვრებ მის თაყვანისმცემლებს, თუმცა, მსახიობს არ გამოუხატავს არანაირი მხარდაჭერა და არ დაუგმია რუსეთის აგრესია.
შალამეს ამ საქციელმა უკრაინელების აღშფოთება გამოიწვია:
„ჩვენ ერთ დროს მისი ფანატები ვიყავით. მან საერთოდ არაფერი იცის უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესახებ?!“ _ წერენ უკმაყოფილო უკრაინელები.

































































