რამდენიმე დღის წინ, მენიუ ჩაძირული „ტიტანიკის“ რესტორნიდან აუქციონზე გაიყიდა. რელიქვია უცნობმა ადამიანმა 83 ათას ფუნტ სტერლინგად შეიძინა.
ისტორიული მენიუ 1912 წელის 11 აპრილით არის დათარიღებული. ხომალდი აისბერგთან შეჯახების შედეგად 14 აპრილს ჩაიძირება.
მენიუდან ვგებულობთ რომ პირველი კლასის მგზავრებს შეეძლოთ დაეგემოვნებინათ ხამანწკები, საქონლის ხორცი, პასტერნაკის პიურე, ორაგული, იხვი პორტვეინის სოუსით. გარნირად კი კარტოფილი, ბრინჯი, ბარდა. დესერტებს შორის იყო ნამცხვრები, პუდინგები, ნაყინი და ტორტები.
იშვიათი რარიტეტი 1960-იანი წლების ფოტოალბომში აღმოაჩინეს, რომელიც ოდესღაც ისტორიკოს ლენ სტივენსონს ეკუთვნოდა.
ავტორი