ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ოზურგეთში, თხილის ფასის ყოვლდღიური მატება შეიმჩნევა.
დღეს, დილიდან, ერთი კილოგრამი „ბერძნულა“ შვიდლარნახევრი ღირს, ხოლო „გულშიშველა“ _ ექვსი ლარი. გუშინ ორივე სახეობა 50 თეთრით ნაკლები ღირდა.
მოქალაქეებს ის უკვირთ, რომ თუ ზოგ პუნქტში გაუტეხავადაც იბარებენ, ვიზუალის მიხედვით, რატომ ტეხენ ზოგიერთები.
_ რა ვქნათ, ჩვენ ხარისხს გულშიც ვაკვირდებით და მხოლოდ გარეგნულ ეფექტს ვერ დავეყრდნიბით, – გვეუბნებიან თხილის მიმღები პუნქტების ოპერატორები.