https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

    ღაზაში აფეთქებებს 32 ადამიანი ემსხვერპლა

    ტემპერატურა -30 გრადუსამდე დაეცემა – ძლიერი ყინვა პოლონეთსა და ცენტრალურ ევროპაში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“თხილს აჟიოტაჟი ვერ გადაარჩენს”

5:08; 26.08.2018
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთში, ანასეულის ინსტიტუტში თხილის კულტურის ირგვლივ შექმნილი უმწვავესი პრობლემის განსახილველად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, მეცნიერები, დაინტერესებული პირები და ფერმერები შეიკრიბნენ.

ამ შეკრებას წინ უძღოდა და ახლაც გრძელდება გურიაში თხილის ლპობის გამო შეშფოთებული მოსახლეობის პროტესტი, რომელიც ზოგჯერ ისეთი ფორმით ვლინდება, რომ, შესაძლოა, ამ ყველაფერმა უმართავი სახე მიიღოს.

_ რას ჰქვია, სტიქიური უბედურებისგან მიყენებულ ზარალს ვანაზღაურებთ და მავნებლისგან და დაავადებისგან შეჭმულს ვერ გადაგიხდითო? გურულებისთვის ეს არის სტიქიური უბედურება და გაცილებით მეტიც. თხილი დამპალია და იმ ჭკუაზე ვარ, ავჩეხავ. 700 კილო მსხალი და ვაშლი კასრებში ჩავყარე. შვილიშვილი მეხვეწება, ერთი კილო ლეღვის მურაბა გამიკეთეო და ერთი საღი ნაყოფი ვერ ვნახე ხეზე. გურიისთვის კომპენსაცია არ არსებობს და კახეთში რომ ერთხელ იელვებს, ზარალის ანაზღაურება აუცილებელია! ეს ხმა მიიტანეთ ხელისუფლებამდე. არ აქვთ მაგის გასაჭირი, რომ კომპენსაციის სახით ხალხს რაიმე არ მისცენ. მიიკლონ ცოტა, _ გვეუბნება ოზურგეთელი არლი გოგელია.

სოფელ ვაკიჯვრის მკვიდრი ირინა სვანაძე ხელისუფლებას არჩევნებზე საკუთარი ხმის მიცემას აყვედრის და მოუწოდებს, ხალხისკენ თავი მოაბრუნოს:

_ რისთვის მივეცით ხმა ამ ხელისუფლებას, ჩვენკენ რომ თავი არ შემოებრუნებინა? წელს კიდევ უფრო უვარგისია ეს თხილი. დაიმშა რეგიონი. კომპენსაციაზე საუბრობს ხალხი. ვიღაცამ უნდა ითაოს ეს საქმე და ჟურნალისტებიც უნდა დაგვეხმაროთ, _ გვითხრა მან და მიმღებ პუნქტში მიტანილი თხილი გვაჩვენა, რომელსაც გარეგნულად უვარგისობის არაფერი ემჩნეოდა, თუმცა, ათი გატეხილიდან ათივე უვარგისი იყო.

სოფელ ბახვის მკვიდრი მადონა მეგენეიშვილი ამბობს, რომ ორ ტონა თხილს აბარებდა და დღეისთვის ვარგისი ორი ტომარა მოსავალიც არ აქვს.

_ რა არ ვქენი, შევწამლე, მაგრამ საშველი არ არის. დაგვეხმაროს ხელისუფლება _ ცოტა ყური გამოიბერტყონ! _ ამბობს ის.

კიდევ ერთი ბახველი გურამ მუკბანიანი თხილის ზარალსა და კრამიტით დახურულ, ყოველ კუთხეში სახურავდაზიანებულ სახლზე საუბრობს:

_ სად წავიდე, ვის მივადგე?! ვშრომობ, ვწვალობ. აქამდე თხილით ვჭამდით ლუკმას. ბოლო წლებში სახლის სახურავისთვის მინდოდა რაიმე მომეხერხებინა. კრამიტითაა დახურული და როგორღაც მოვაღწიეთ აქამდე. ახლა ყველგან წყალი ჩამოდის. ხელისუფლებას მივმართე, მაგრამ ჯერ არავინ დამხმარებია. არ მინდა არავისი არაფერი, ამ წამხდარ საქმეში მაინც დაგვეხმარონ! ჩვენთვის არანაირი კომპენსაცია არ შეიძლება?! დამპალ თხილსაც კარგად იყენებენ. უმეტესობა გაფუჭებულია და ფაქტია, იბარებენ ამ დამპალ თხილს, ხომ? რომ იძახიან, ზეთს ხდიანო, საწვავად იყენებენო, ტყუილია? ხალხს დაეხმარონ ცოტათი მაინც, _ ბრაზობს იგი.

აგრონომი და მეურნე აკაკი ღლონტი, რომელიც მუდამ ფერმერთა ინტერესებს იცავს, ამ შემთხვევაში ასეთ თვალსაზრისს გამოთქვამს:

_ მართალია, ძალზე ცუდად აისახა თხილის კულტურაზე დაავადების და მავნებლის კვალი, თუმცა, ბევრია დამოკიდებული თვით ადამიანზე, რომელიც მაქსიმალურად უნდა ეცადოს, მაღალპროფესიული ოსტატობით მოუაროს საკუთარ პლანტაციას. დაბალი კატეგორიის თხილის გამოყენება კი ხდება, ქარხნებმა უნდა გამოარჩიოს უფრო კარგი. რისთვის იყენებს ნარჩენს _ საწვავად თუ ყრის, ამისთვის დადანაშაულება ალოგიკურია. მაშინ გამოარჩიე და ჩააბარე საუკეთესო. ნებისმიერ პრობლემას ახლავს გადაჭრის გზები. თხილს სჭირდება სწორად დარგვა, მოკირიანებული ნიადაგი, გასხვლა, გამოხშირვა, სასუქის შეტანა, შეწამვლა, ოთხ წელში ერთხელ გადახვნა-გადაბარვა. კარგი შედეგი მხოლოდ ამ შემთხვევაში გვექნება. მსოფლიოში კლიმატი შეიცვალა. გლობალურმა დათბობამ იმდენი ზიანი მოიტანა, ჯერ მგონი, ვერ ვამჩნევთ. სათბურებზეა გადასული მსოფლიო და ისე მოჰყავთ მოსავალი, თან ძალიან დიდ და წარმატებულ ქვეყნებში. ახლა ის უნდა ვქნათ, რომ მოვემზადოთ მომავლისთვის და მეტად გავისარჯოთ. მომხრე ვარ, აქტიურად გაიხსნას სადემონსტრაციო ნაკვეთები წარმატებული ფერმერების საკარმიდამო ნაკვეთებში. ასე ნათლად დავინახავთ, რა შეუძლია კარგ მოვლას, თხილს ვერ გადაარჩენს აჟიოტაჟი _ განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, როგორც მას, ასევე, ყველა დანარჩენ კულტურას, _ ამბობს ბატონი აკაკი.

ანასეულის შეხვედრაზე გაირკვა, რომ შექმნილია მუშა ჯგუფი, რომელიც ამ პრობლემას სწავლობს.

ღონისძიების დასაწყისიდანვე გაღიზიანებული ფერმერები ემოციებს ვერ ფარავდნენ და თხილის მიმღებ პუნქტებსა თუ ღია ბაზრობაზე არსებული ემოცია აქაც გამომჟღავნდა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის განვითარების და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ალეკო მამეშვილმა განაცხადა, რომ პრობლემის განხილვა უფრო სახალხო ხასიათის რომ გამხდარიყო, ამიტომ მოიწვიეს ისინი.

_ გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში და სამუშაო ჯგუფის წევრებად ის ადამიანები და ფერმერები შემოვიკრიბოთ, ვინც სერიოზულად არის დაინტერესებული ამ საქმით. ჩვენი შეკრება ნამდვილად არ უნდა იყოს ერთჯერადი და უნდა მოვახდინოთ ამ პრობლემის სერიოზული კვლევა, _ თქვა მან და სლაიდების მეშვეობით, დარბაზში მყოფთ აჩვენა მოსახლეობის გამოკითხვის სურათი. აქაც გამოჩნდა, რომ თხილის წარმოებით დაკავებულ ფერმერთა და გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ დარგის გადარჩენის მიზნით, უნდა მოხდეს სახელმწიფოს მიერ სუბსიდირების გაწევა პრეპარატების შესაძენად მაინც, თუ კომპენსაციის გაცემა ვერ მოხდება.

ხალხის აზრი, ასევე, გამოიკვეთა იმ კუთხით, რომ აუცილებელია აგროდაზღვევის კომპანიების ამოქმედება და სანდო, საიმედო პრეპარატების შეძენაზე კონტროლის დაწესება.

სოფელ ბოხვაურის მკვიდრი თინა გურგენიძე  ანასეულში პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ფაროსანას ნიმფებით მოფენილი თხილის ფოთლებით და ხეხილოვნების  დაკორძებული ნაყოფით მივიდა:

_ პირველ რიგში, მადლობას გიხდით, რომ იყავით ჩვენთან, სოფელში. ამავე დროს, თქვენთან მოვედი ნიმუშებით, რა დღეშია ფაროსანასგან გავერანებული ჩვენი თხილი თუ ხეხილოვნები. ძალზე უიმედოდ ვარ და რაიმე სერიოზული ღონისძიება თუ არ გატარდა, საქმე ძალიან ცუდად იქნება. ხილი აღარ ვარგა, უბრალოდ, ჯემი მაინც ხომ უნდა გავაკეთოთ? ლობიოსაც ყვავილი აღარ შერჩა. რაღაც უნდა ვიღონოთ. მობილური ჯგუფები უნდა შეიქმნას, რომ თითოეული ოჯახი დაარწმუნონ მექანიკური ბრძოლის აუცილებლობაში. მარტო შეწამვლა არაფერს შვება. ცხელი ნისლით შეწამლეს, მაგრამ მკვდარი ფაროსანა ჩვენ არსად გვინახავს, _ თქვა მან.

სოფელ ნატანების მკვიდრმა ფერმერებმა _ ნიკოლოზ გობრონიძემ და ნოშრევან თავაძემ  გაბრაზება და უკმაყოფილება ღიად გამოხატეს და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს, ნიკოლოზ მესხს,  გამოსვლისას უთხრეს, რომ პრობლემა ფაროსანაა და მასთან ბრძოლას შედეგი არ მოყოლია:

_ თქვენ საუბრობთ წარსულზე და მომავალზე ფაროსანასთან ბრძოლის საქმეში. ჩვენ კი დღევანდელობაზე საუბარი გვინდა. გაანადგურა ყველაფერი და წამლობას შედეგი არ მოაქვს. ეგ სიდამპლეც მაგის ბრალია, შეაქვს ნაყოფში. სამჯერ შევწამლე, მე გავხდი ცუდად, ფაროსანა კი  ცოცხალი დარჩა. ესაა წამალი? _ თქვა ნიკოლოზ გობრონიძემ, რასაც მესხი არ დაეთანხმა და  ხაზგასმით თქვა, რომ კონკრეტულად თხილის კულტურის დაავადებასთან ფაროსანას წილი უმნიშვნელოა:

_ ეს არის სიდამპლე, რომლის განკურნებაც დროული შეწამვლით და ნიადაგის მკურნალობით უნდა მოხდეს, _ აღნიშნა მესხმა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ხალხი ფაროსანას რაკი ხედავს, თხილის პრობლემა ამ მავნებლის შექმნილი ჰგონიათ. ბაქტერიას კი ვერ ხედავენ, რომელიც სიდამპლეს იწვევს. ამიტომ არც ფიქრობენ მისგან თავის დაღწევაზე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა, ალექსანდრე სურგულაძემ სთხოვა ფერმერებს, ერთმანეთისთვის მოესმინათ:

_ იმედია, რაღაც კონდიციამდე მივალთ თქვენი დახმარებით, ვიქნებით კონსტრუქციულები და არ ვიჩხუბებთ, _ თქვა მან.

ნატანებელმა ფერმერმა გიგა გამყრელიძემ მოსახლეობის იმ დიდ რაოდენობაზე ისაუბრა, რომელიც სოფლიდან წასულია, მათ სახლები კი ფაროსანას საბუდრად არის ქცეული და არავის შეუწამლავს.

_ საკუთარი საკარმიდამოების შეწამვლა ეზარებათ და სხვის სახლებს ვინ დაამუშავებს, ვინ გამოდევნის იქედან ფაროსანას? თუ ავიაციით არ შეიწამლა, ამ საქმეს არაფერი ეშველება, ასეთია ჩემი აზრი, _ თქვა მან.

სეს-ის ფოტოსანიტარული დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ მესხმა კატეგორიულად გამორიცხა ავიამეთოდის გამოყენებით, ქიმიური საშუალებებით გარემოს შეწამვლა.

 მეცნიერმა ანგელინა ნიკოლაიშვილმა კონკრეტულად და დაზუსტებით ისაუბრა მავნებლის მიერ მიყენებულ ზიანის წილზე თხილის კულტურის ირგვლივ და განმარტა, რომ პრობლემის არსი სიდამპლეა.

_ ზოგი მავნებელი არის ბუნებაში, რომელიც 20 წლის მანძილზე უნდა იკვლიო და ისწავლო. 20 წელია,  ამერიკა ებრძვის ამ მავნებელს. 90 მილიონი დოლარის ღირებულების მოსავალი გაანადგურა და 12 მილიონის პესტიციდია დახარჯული. ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ფერმერებს უნდა ვუთხრა, რომ მეტი უნდა ვიმუშაოთ. სხვა გზა არ არის, თქვენ თეორიულადაც უნდა იყოთ მზად. ფაროსანა სულ სხვა მწერია. ნემსითაც ვერ გაჩხვლეტ მის ფარ-ჯავშანს. კონტაქტური შხამი არ კლავს. ასე არ იყო ამერიკული პეპელას შემთხვევაში, როცა ერთმანეთს ვადარებთ, ეს უნდა ვიცოდეთ, _ თქვა ნიკოლაიშვილმა.

შეხვედრაზე ხაზგასმით ითქვა, რომ საავიაციო შეწამვლა  ამერიკულ პეპელაზე ბიომეთოდით მოხდა და ეს იყო შედეგიანი.  ფაროსანას შემთხვევაში კი, ეს უშედეგო იქნება, რადგან არ კლავს.

ფერმერმა დავით თენიეშვილმა ისაუბრა ახალი პროფესიონალი კადრების აღზრდის აუცილებლობაზე.  ასევე ხაზი გაუსვა მოსახლეობაში აგიტაციის გაძლიერებას მავნებლებთან თუ დაავადებებთან ბრძოლის წინააღმდეგ.

მეცნიერმა ზაურ გაბრიჩიძემ გამოთქვა უდიდესი წუხილი სუბტროპიკულ ზონაში მიმდინარე საშიში პროცესების გამო:

_ რამდენიმე წლის წინ მივადექით და ტრაქტორებით ამოვძირკვეთ ჩაი და მის ნაცვლად დავრგეთ თხილი _  გვეგონა, მჟავე ნიადაგებზე საუკუნოდ იქნებოდა.

ათასი ჯურის მავნებელია შემოსეული. 50 მილიონი რომ გამოყო მთავრობამ ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად, 10 მილიონი გადადოს აქციისთვის, “ასი ლარი ერთი კილოგრამი ფაროსანას შემგროვებელს”. ყველა სოფელში უნდა გამოაკრან ეს და ყველაზე კარგად ასე განადგურდება ეს მავნებელი. ნუ გაგეცინებათ.  შემოსულია სასტიკი მავნებელი, რომლის წინააღმდეგაც უნდა გავერთიანდეთ. უნდა ვიფიქროთ იმაზეც, რომ შეიძლება თხილმა თავისი ისტორია დაასრულოს და წამოვიდეს ისევ ჩაი ან სხვა. ამიტომ ნუ მივეცემით უიმედობას, _ ასე დაასრულა თავისი გამოსვლა გაბრიჩიძემ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად კაცი გარდაიცვალა

18:48; 1 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“მიწის მასის ჩამოსვლის გამო მოძრაობა იკრძალება”

16:51; 1 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

13:57; 1 თებერვალი, 2026
საზოგადოება

რას ამბობს იურისტი დაგროვებითი პენსიის შესახებ

11:56; 1 თებერვალი, 2026
საზოგადოება

სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა თოვის გამო

10:32; 1 თებერვალი, 2026

ფრთხილად, წინ საშიში წარსულია _ დავიწყება დაუნდობლობამაც ვერ შეძლო!

უდიდესი ისტორიის მქონე დაცლილი და მივიწყებული სოფელი

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ტელეკომპანია “იმედი” და “რუსთავი 2” პოლიტიკურ დებატებს იწყებენ

23:13; 1.02.2026
სამართალი

რა სასჯელი შეუფარდა მოსამართლემ პოლიციელის ცემის გამო დაკავებულ ორ პირს

23:05; 1.02.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: “სიამოვნებით დავჯდებოდი დებატებში იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ თავს ექსპერტებად მოიხსენიებენ”

20:38; 1.02.2026
სპორტი

სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო ოზურგეთელი მძლეოსნებისგან

20:09; 1.02.2026
საზოგადოება

ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად კაცი გარდაიცვალა

18:48; 1.02.2026
პოლიტიკა

სტუდენტების ნაწილი ირაკლი კობახიძესთან დებატებისთვის მზაობას გამოთქვამს

18:44; 1.02.2026
მსოფლიო

ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

17:35; 1.02.2026
მსოფლიო

ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

17:16; 1.02.2026
საზოგადოება

“მიწის მასის ჩამოსვლის გამო მოძრაობა იკრძალება”

16:51; 1.02.2026
ზაფრანი

2 თებერვალს “თოვლის მთვარეა”- რისი გაკეთება არ არის ამ დღეს რეკომენდებული

16:45; 1.02.2026
პოლიტიკა

“განათლების კონცეფცია, რომელიც დამტკიცდა, მიზნად ისახავს”- გივი მიქანაძე

16:33; 1.02.2026
მსოფლიო

ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

16:21; 1.02.2026
მსოფლიო

ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

16:00; 1.02.2026
სპორტი

საქართველოს ხმლით მოფარიკავე გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს თასის ბრინჯაოს პრიზიორია

15:48; 1.02.2026
საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

13:57; 1.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო