საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე ,,პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ირმა ინაშვილმა მმართველი გუნდის წევრებს მოსთხოვა მხარი დაუჭირონ იმ რეზოლუციას, რომელიც ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გასამართლებას გულისხმობს.
ინაშვილმა ხელისუფლება ,,ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერაში დაადანაშაულა და ,,ქართული ოცნების“ დეპუტატები უსირცხვილო ადამიანებად მოიხსენია.
,,ჩვენ უნდა დავამთავროთ ის მარაზმი, როცა მწამებლები იძიებენ მკვლელობის საქმეს, ერთი მაგალითი მაინც მითხარით, სადაც ასეთი იდიოტობა ხდება სხვა ქვეყანაში. თქვე უსირცხვილოებო, თქვენა“, _ განაცხადა ინაშვილმა.