“პატრიოტთა ალიანსის” წევრის ირმა ინაშვილის განცხადებით, დღეს სასამართლო სისტემის სახე ლევან მურუსიძეა. ამიტომ, მისი თქმით, ქართული სასამართლოს შედარება გერმანულ, ფრანგულ და თუნდაც იტალიურ სასამართლოსთან ლოგიკას მოკლებულია.
“მე გამეხარდება, რომ ჩვენი სასამართლოს სისტემის რეფორმირება მოხდეს და ჩვენ გადავდგათ ნაბიჯები პროგრესისკენ, მაგრამ თქვენი სასამართლო სახე მურუსიძეა დღეს. მურუსიძე დატოვეთ კრიტერიუმად და საზომად დღევანდელი ქართული სასამართლოსი და არც ერთი საქმე სასამართლოსი თქვენ ობიექტურ სასამართლოში ოპოზიციას არ მოუგია არჩევნების დროს, როდესაც სრულიად უტყუარი მტკიცებულებები გვქონდა წარდგენილი გაყალბების ფაქტების, თქვენს მიერ, ბრჭყალებში, რეფორმირებულ სასამართლოში.
დღევანდელი სასამართლო ეს არის მურუსიძის სასამართლო, ეს გააკეთეთ თქვენ, “ქართულმა ოცნებამ”. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ შესაძლებელია ჩვენი სასამართლო სისტემის რეფორმირება, მაგარამ ნუ დახატავთ დღევანდელი ქართული სასამართლოსგან გერმანულ, ფრანგულ და თუნდაც იტალიურ სასამართლოს”, _ განაცხადა ინაშვილმა.
ამ წუთებში პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა მიმდინარეობს.