ტოვებენ თუ არა გურული კონსერვატორები უმრავლესობას? _ ამ კითხვით “გურია ნიუსმა“ ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “კონსერვატორების“ თავმჯდომარეებს მაია გიორგაძეს და გოგი მორჩილაძეს მიმართა.
“ჯერჯერობით, გადაწყვეტილება არ მიმიღია. როგორც ვიცი, რეგიონებში ამ ეტაპზე არავის დაუტოვებია უმრავლესობა”, _ გვითხრა მაია გიორგაძემ.
უმრავლესობის დატოვებას გადაწყვეტილება არც გოგი მორჩილაძეს მიუღია.
“ვრჩები უმრავლესობაში და ვარ ფრაქციის თავმჯდომარე“, _ გვითხრა გოგი მორჩილაძემ.
ჩვენ შევეცადეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის და ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორების” თავმჯდომარის დავით ჭაკნელიძის ჩაწერა, მაგრამ მასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ _ მისი ტელეფონი “გასული იყო მომსახურეობის ზონიდან“.
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მას ამ ეტაპზე საკრებულოსთვის არანაირი განცხადებით არ მიუმართავს.