ამ დროისთვის გურიაში თოვს.
„გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, რომ საღამოს საათებში გამოიდარებს, მაგრამ ღამის საათებში ყინვაა მოსალოდნელი.
„დაბლობში, შესაძლბელია, ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაეცეს, მთაში და მაღალ მთაში შესაძლებელია დაახლოებით -5, -7 გრადუსი ყინვა, მაღალ მთაში -11, -13 გრადუსიც აღინიშნოს.
ხვალ დღისით უკვე დათბება და დაბლობში +9, +11 გრადუსამდე, დაფიქსირდება. 16 მარტამდე უნალექო, თბილი ამინდებია მოსალოდნელი. ღამე ყინვები აღარ დაფიქსირდება. ტემპერატურა კი 15- 16 მარტს +17, + 22 გრადუსი შეიძლება დაფიქსირდეს“,_ გვითხრა გვაზავამ.