ხვალიდან მაღალ მთაში მოთოვს, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე კი წვიმაა მოსალოდნელი, თუმცა, 7 იანვრიდან ისევ გამოიდარებს. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება.
„5-6 იანვარს ზოგან იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +9, +14 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
7 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე კვლავ შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება“, _ ამბობენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.