ამ უქმეებზე სინოპტიკოსები ტემპერატურის კლებას პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი. 18 თებერვალს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი.
17 თებერვალს ჰაერის ტემერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო 18 თებერვალს +7, +12 გრადუსამდე დაიკლებს.