„ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“_ის ეთერში სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „იმედის” ეთერში სთხოვდა გაეკეთებინა განცხადება, რომლის მიხედვით იტყოდა, რომ ფარული ვიდეო და აუდიო მასალები, რომლებშიც ბიზნესის დატერორებაზე იყო საუბარი, „რუსთავი 2“_ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის დადგმული იყო.
„ზაზა ოქუაშვილის განცხადებები და ჩანაწერები რეალური არ მგონია. როცა ადამიანი ერთ შემთხვევაში ტყუის, ბუნებრივია, ის სხვა შემთხვევებშიც მოიტყუება“, _ განაცხდა „გურია ნიუსთან“ საუბრისას პოლიტიკის ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ.
საყვარელიძე ამბობს, რომ ზაზა ოქუაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ გაურიგდა:
„ადამიანს, რომელიც არ იხდის გადასახადს, სიმართლესთან და პატიოსნებასთან კავშირი არ აქვს. თუკი აღმოჩნდება, რომ ის “ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით მუშაობს და საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს მათი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, მას მიცემა შანსი, რომ ბიუჯეტის დავალიანება არ გადაიხადოს.
არ ღირს 50 მილიონად ტყუილები?! თუმცა, რა თქმა უნდა, ადამიანს გააჩნია.
„ნაციონალური მოძრაობა“ ათასნაირი ტყუილით იბრძვის, ოქრუაშვილის ტყუილი, რატომ უნდა გაგვიკვირდეს?!“, _ აღნიშნავს საყვარელიძე.
მისივე თქმით, „ნებისმიერ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ ეცდება, რომ ქუჩას დაეპატრონოს”
” არეულობა მათი კანდიდატის საპრეზიდენტო დანაპირებია. თუ ქვეყანაში მასშტაბური არეულობა იქნება, საქართველო თავის მორიგ სისულელეს გადაყვება “, _ აღნიშნა საყვარელიძემ.