ტრაგედია დატრიალდა ყოფილი დეპუტატის თამაზ ნავერიანის ოჯახში. მისი ახალგაზრდა ვაჟი გარდაცვლილი იპოვეს. 17 წლის გიორგი ნავერიანი დამწყები მსახიობი იყო.

“გასკდა გული. როგორ მიყვარს ეს კარგი ბიჭი, ვერასოდეს მოგინელებთ, ვერავინ გიო.
ღმერთოო, რატომ რისთვის არაა!!! არ მჯერა!!! ჩვენი კეთილი ოქრო გიო” – წერს სოციალურ ქსელში მსახიობი მანანა აბრამიშვილი და აქვეყნებს ფოტოებს, რომელიც ნავერიანთან ერთად, მესტიის კულტურის ცენტრში, სპექტაკლის დროს არის გადაღებული.
როგორც ახლობლები ambebi.ge-სთან ყვებიან, გიორგი ნავერიანი თამაზ ნავერიანის მეოთხე ვაჟი იყო. გიორგი 21 იანვარს ხდებოდა 18 წლის.
მარნეულის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის, წევრი იყო, “ქართული ოცნების” კვოტით (2016-2020).

































































