24 მარტს გურიის მხატვართა ტრადიციული საგაზაფხულო გამოფენა, ოზურგეთში, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში გაიხსნა.
გამოფენა აწ გარდაცვლილი მხატვრის ბიძინა ჭეფხოძის ხსოვნას მიძღვნა.
აქ წარმოდგენილი იყო ორმოცამდე მხატვრის ასზე მეტი ნამუშევარი _ ფერწერა, გრაფიკა, სკულპტურა, რეწვა. გამოფენაზე, რომელსაც საზოგადოების წარმომადგენლები, ხელოვნების მოყვარული ადამიანები, ჟურნალისტები ესწრებოდნენ, სიტყვით გამოვიდნენ და დარბაზში მყოფთ მიესალმნენ: საქართველოს კულტურის ფონდის თავჯდომარე, აკადემიკოსი თამაზ შილაკაძე, საქართველოს მხატვართა კავშირის თავჯდომარე გურამ ცერცვაძე, გურიის რეგიონის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის თავჯდომარე თამაზ დარჩია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი , პროფესორი ვიდას კავალიაუსკასი, ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის დირექტორი, მხატვარი ავთანდილ თავართქილაძე, ჩოხატაურის სამხატვრო სკოლის დირექტორი, მხატვარი მზია კვინტრაძე, მხატვარი ვახტანგ მამეიშვილი.
გამოფენაზე იყო და აქ მოსულ საზოგადოებას მიესალმა ასევე, მხატვარ ბიძინა ჭეფხოძის მეუღლე ნინო ნადირიძე.
საგაზაფხულო გამოფენა ერთი თვის მანძილზე გასტანს და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება საშუალება, დაათვალიეროს ყველა ნამუშევარი.
_ შეგიძლიათ, მობრძანდეთ, გურული მხატვრების ნამუშევრებს ერთი თვის მანძილზე გაეცნობით, _ თქვა სახვითი ხელოვნების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თავართქილაძემ.
ავტორი