ტრაგედია დატრიალდა კახეთში _ ახმეტაში 35 წლამდე კაცი სატელეფონო ანძიდან გადმოვარდა და დაიღუპა. უბედური შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეზოში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე, სატელეფონო ანძაზე იყო ასული, რა დროსაც გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.