“ნიჭიერი, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა ნინო ჯაფარიძე დაკარგა ბოლნისმა”, _ ბოლნისის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს’’ თავმჯდომარის დავით ჯაფარიძის შვილი ნინო ჯაფარიძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერი ავრცელებს.
„ნიჭიერი, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა ნინო ჯაფარიძე დაკარგა ბოლნისმა. მსურს ღრმა მწუხარება გამოვხატო ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს’’ თავმჯდომარის დავით ჯაფარიძის შვილის გარდაცვალების გამო. მთელი გულით თანავუგრძნობ დავითსა და მის ოჯახს. ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალება დიდი ტრაგედიაა და ამ მძიმე პერიოდში ნინის მშობლებსა და დედმამიშვილებს გამძლეობას ვუსურვებ“, – აღნიშნულია ბოლნისის მერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.