გავრცელებული და დადასტურებული ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში, 50 წლამდე ასაკის მამაკაცმა თავი მოიკლა.
_ წესიერი, უცოლშვილო ადამიანი იყო. ცხოვრობდა ძმასთან. კარგი ოჯახის წევრები ჰყავს. მე რაც მახსოვს, არსად უმუშავია. იყო შინ. არც ის ვიცი, რა იყო თვითმკვლელობის მიზეზი. ფაქტი მომხდარია და ვადასტურებ, მთელმა მუნიციპალიტეტმა იცის, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ბაილეთში, გიორგი ქათამიძემ.
ამ დროისთვის, ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.
ავტორი