ოზურგეთი-ქობულეთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, 4 დაღუპულს შორის, დედა-შვილია.
ავარიის დროს დაშავებული კიდევ ერთი მცირეწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მას გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახნენ.
ყველა გარდაცვლილი მსუბუქი ავტომობილის მგზავრია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.