ტრაგედია დატრიალდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოში _ მდინარე, ძუსაში ახალგაზრდა კაცი გადავარდა, მის დასახმარებლად წყალში კიდევ რამდენიმე ადამიანი გადახტა.
ადგილობრივთა ინფორმაციით, ყველა მათგანი დინებამ წაიღო.
მაშველებმა მხოლოდ ერთი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.
სამი ადამიანის ცხედარი მაშველებმა მალევე იპოვეს.
ამ დროისთვის ნაპოვნია მეოთხე ცხედარიც.